Loading data...
„ყველაფერს ისროდნენ, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა თავის არეში დაზიანება მიიღო“ - ინგლისელი და სერბი გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ევროპის ჩემპიონატზე გასამართი პირველი მატჩის წინ, ინგლისის და სერბეთის ნაკრების გულშემატკივრები ერთმანეთს გელზენკირხენში დაუპირისპირდნენ.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ჩხუბი ერთ-ერთი ბარის წინ მოხდა. არეულობის დაწყებიდან რამდენიმე ხანში ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ, თუმცა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა თავის არეში დაზიანება მიიღო.

მალევე, ორასამდე სპეცრაზმელი ინციდენტის ადგილას მივიდა და სიტუაცია განმუხტა.

თვითმხილველების თქმით, სერბ ქომაგებს ყველაფერს ესროდნენ.