Loading data...
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთი სასწაული მოვახდინოთ - გიორგი მამარდაშვილი

ყოველდღე ვმუშაობ იმისთვის, რომ ეს ტურნირი მაღალ დონეზე მეთამაშა და ბედნიერი ვარ, თუ ცოტათი მაინც დავეხმარე გუნდს წარმატების მიღწევაში, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მან ესპანეთთან მომავალ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია, თუმცა საქართველოს ნაკრები გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„კონცენტრაცია და მოტივაციაც მაღალ დონეზე გვაქვს თითოეულ ფეხბურთელს, ვემზადებით 100%-ით. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება. ესპანეთი ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთი სასწაული მოვახდინოთ. ესპანეთთან თამაშის გამოცდილება მაქვს და ვეცდები, გოლი ვერ გაიტანონ.

ისინი ითამაშებენ შემტევ ფეხბურთს. ეცდებიან, რაც შეიძლება მეტი გოლი გაიტანონ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ვინ გვყავს ჩვენ შეტევაში, არიან მიქაუტაძე და კვარაცხელია, რომლებსაც შეუძლიათ, ნებისმიერ დროს ხიფათი შექმნან და გოლი გაიტანონ. ასე რომ, ფრთხილად იყვნენ“, - აღნიშნა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 ივნისს პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფიდან მესამე ადგილით გავიდა. 30 ივნისს ეროვნული გუნდი მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად ესპანეთს დაუპირისპირდება.