1726332871
სპორტი
„ყველაფერი კარგად არის“ - აგენტი ჩაკვეტაძის ტრავმაზე
„ქოვენთრისთან“ გამართულ შეხვედრაში უოტფორდისა და საქართველოს ნაკრების შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და ის მოედნიდან გაიყვანეს.
LaGazzetta.ge-სთან გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმაზე კომენტარი მისმა აგენტმა ლაშა ჯაკობიამ გააკეთა.
„ჩაკვეს ახლახან ველაპარაკე და მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის. წელი გამიშეშდა, არაფერი სერიოზული, ტკივილგამაყუჩებელი დავლიე და ყველაფერი კარგადააო“, - განაცხადა ჯაკობიამ.