Loading data...
კვარაცხელიას საგოლე პასი და დემბელეს გოლი „არსენალთან“

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ლონდონის „არსენალს“ სტუმრობს.

„პარი სენ-ჟერმენი“ მატჩის პირველივე წუთებზე დაწინაურდა. მეოთხე წუთზე სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს ხვიჩა კვარაცხელიამ და უსმან დემბელემ.

ქართველის პასით ფრანგმა ანგარიში უზუსტესი დარტყმით გახსნა - 1:0.