Loading data...
კვარაცხელიას მეგობარი პსჟ-ში? - ნიგერიელის აგენტმა მუშაობა უკვე დაიწყო

LE 10 SPORT-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის თავის მეგობარს, ვიქტორ ოსიმენს ურჩევს.

„შეტევის გასაძლიერებლად პსჟ-მ €70 მილიონი გადაუხადა „ნაპოლის“ ზამთარში ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ. ზაფხულში პსჟ-ს კიდევ სურს გაძლიერება და იტალიაში უკვე ხშირად წერენ, რომ ისევ ნაპოლიდან - საუბარია ვიქტორ ოსიმენის შესაძლო ტრანსფერზე“, - წერს გამოცემა. 

La Gazzetta dello Sport წერს, რომ პსჟ ერთ-ერთი ყველაზე რეალური ვარიანტი იქნება ოსიმენის აგენტისთვის, რომელმაც ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო. ასე ნიგერიელი და ქართველი ისევ შექმნიან ტანდემს ერთ გუნდში.

„გასულ სეზონამდე მათ ნაპოლიში ჯოჯოხეთური დუეტი შექმნეს მეტოქე მცველებისთვის“, - წერს LE 10 SPORT.