კვარაცხელიამ ერთი მოქმედებით ყველაფერი შეცვალა - უცხოური მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენში ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო. ფინალში ფრანგულმა გუნდმა არსენალი პენალტების სერიაში დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ მატჩში პენალტი მოიპოვა და ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა პსჟ-ს, რომელმაც საბოლოოდ პენალტების სერიაში გაიმარჯვა და ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
უცხოური მედია კვარაცხელიას თამაშს ეხმაურება:
Footmercato: „მადლობა, ხვიჩა კვარაცხელია, ამ წარმოუდგენელი 2025/2026 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონისთვის! ბრავო მხატვარო“.
ESPN: „ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ძალიან გარისკა, რადგან მოედნის დატოვებისას ფეხი უმძიმეს მდგომარეობაში ჰქონდა. ასეა, როდესაც გუნდისთვის ყველაფერს აკეთებ“.
ActuFoot: „მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე, „ოქროს ბურთი“ შეხვდებოდა. ამაზე კამათი შეუძლებელია“.
Bolavip Argentina: „პოსტი ეძღვნება ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც პსჟ-ს ისტორიის მიმდინარეობა შეცვალა. როდესაც „არსენალის“ დაცვა ძალიან საიმედოდ გამოიყურებოდა, სწორედ მისმა დრიბლინგმა, სისწრაფემ და შანსების შექმნის უნარმა გამოიწვია პენალტი, რომლითაც პსჟ-მ ანგარიში გაათანაბრა“.
NBC Sports – 8 ქულა: „პენალტი მოიპოვა, რამაც პსჟ-ს ანგარიში გათანარების საშუალება მისცა. მეორე ტაიმში სიტუაცია მკვეთრად გააუმჯობესა. ბოლო მესამედში მისი მაღალი ხარისხი და სისწრაფე, შესაჩერებლად ძალიან რთულია“.