კვარაცხელია ჩემპიონობის შემდეგ - მინდა, ეს გრძნობა ბევრმა ქართველმა გამოცადოს
ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის თასი - ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-სთან ერთად ისტორია დაწერა და დიდი ალბათობით, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდება.
არსენალთან მოგებული ფინალის შემდეგ, კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა.
„დღეს რაც მოხდა, ამის წარმოდგენა ჩემთვის ძალიან შორს იყო, პირველ ხომ შორს იყო და მეორე თითქმის წარმოუდგენელი იყო. მივხვდი, რომ ადამიანს თუ მიზანი აქვს, ყველაფრის გაკეთება შეუძლია.
ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება მე ვიყო ასეთ სიტუაციაში და იმედია, იმავეს კიდევ ბევრი ქართველი განიცდის. ეს ისეთი გრძნობაა, რომ აუცილებლად ბევრმა უნდა მიიღოს.
ნაკრების ფეხბურთელების ემოციები? - ვიდეო ვნახე და მოხარული ვარ, რომ მათი თანაგუნდელი ვარ. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და როგორც დღეს არიან ჩემით ბედნიერები, იმავენაირად ვარ ხოლმე, როცა ისინი აღწევენ წარმატებას“, - განაცხადა კვარაცხელიამ.