„კვარამანია“, - ასე ეხმაურებიან პარიზში თორნიკე კვარაცხელიას თამაშს
უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდმა „კოპენჰაგენი“ 3:0 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დინამოელთა ახალგაზრდა შემტევი თორნიკე კვარაცხელია დასახელდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი თორნიკეს მიერ გატანილი მეორე გოლი აღმოჩნდა, რომლის შესრულებამაც ხვიჩა კვარაცხელია გაგვახსენა.
ახალგაზრდა ქართველის ასპარეზობას პარიზული გამოცემა Paris Since 1970 გამოეხმაურა:
„კვარამანია - არ ვიცი, ნახეთ თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმის გოლი, მაგრამ მან ზუსტად ისეთივე ბურთი გაიტანა, როგორიც მის ძმას შეეფერება.
თორნიკემ ბურთი შორეულ კუთხეში გაუშვა, მეკარეს შანსი არ დაუტოვა და გოლიც ძმის სტილში აღნიშნა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად დიდია კვარაცხელიების ნიჭი“.