Loading data...
„ქოჩორაშვილი ბრუნდება“ - გიორგიმ ტრავმა მოირჩინა და თამაში შეუძლია

სპანეთის ლა ლიგა 2-ის 25-ე ტურის შეხვედრაში „ლევანტე“ საკუთარ მოედანზე „რასინგ ფეროლს“ უმასპინძლებს.

„ლევანტეს“ ოფიციალურმა გვერდმა მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილიცაა შეყვანილი. ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მოიშუშა და სათამაშოთ მზად არის.

შეგახსენებთ, რომ გიორგის კოჭის ტრავმა ჰქონდა, რის გამოც „დეპორტივოსთან“ მატჩი გამოტოვა. ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე გათამაშებაში 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 5 გატანილი გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

„ლევანტეს“ და „რასინგ ფეროლის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.