Loading data...
KICKER: როდესაც სიტუაცია იძაბება, შტურმს ყოველთვის ოთარ კიტეიშვილი შველის

ავსტრიის ბუნდესლიგაში ზედიზედ ორი წაგების შემდეგ „გრაცის შტურმმა“ „ლინცი“ ოთარ კიტეიშვილის გოლით 1:0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

ცნობილმა გამოცემა Kicker-მა ავსტრიის ბუნდესლიგის 29-ე ტურის დუეტად სწორედ ჯონსტონი-კიტეიშვილი დაასახელა.

„შტურმის გულშემატკივრებს შეუძლიათ ამაზე დაყრდნობა: როდესაც სიტუაცია იძაბება, ყოველთვის ჩნდება ოთარ კიტეიშვილი, რომელიც გადამწყვეტი გოლით გრაცელთა ტიტულის შანსებს ინარჩუნებს. ამჯერად ქართველმა გამარჯვების გოლი ლინცს გაუტანა. მაქს ჯონსტონს კი, მისთვის პირველად არ გაუკეთებია საგოლე პასი: შოტლანდიელმა ბუნდესლიგაში მე-5 საგოლე პასი გააკეთა და მესამე ოთარ კიტეიშვილისთვის“, - წერს გერმანული გაზეთი.