1736870924
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა
„ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადადის, გარიგება დღეს გაფორმდა,“ - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება.
მისი ინფორმაციით, ორ კლუბს შორის გარიგება შედგა.
„სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროზე მეტი იქნება, კვარაცხელია პარიზში ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს“, - წერს ფაბრიციო რომანო.