Loading data...
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ვარჯიშზე დაშავდა, ის „უდინეზესთან“ მატჩს, სავარაუდოდ, გამოტოვებს - Football-Italia

ხვიჩა კვარაცხელიამ კუნთის ტრავმა მიიღო და, დიდი ალბათობით, „უდინეზესთან“ სერია A-ს 35-ე ტურის მატჩს გამოტოვებს. ინფორმაციას Football-Italia ავრცელებს.

იტალიური გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაკრების ლიდერი „ნაპოლის“ ვარჯიშზე დაშავდა, მაგრამ ტრავმა სერიოზული არ არის.

„ხვიჩა კვარაცხელიამ დარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშა, მას ბარძაყის კუნთის ტრავმა გაუმწვავდა და „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა გარისკვას მოერიდა. ამის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხვიჩა უდინეში გაემგზავროს და გუნდს „უდინეზესთან“ მოახლოებულ თამაშში დაეხმაროს“, – წერს იტალიური გამოცემა.

სერია A-ს 35-ე ტურის მატჩი „ნაპოლისა“ და „უდინეზეს“ შორის 6 მაისს, 22:45 საათზე გაიმართება. კვარაცხელიას გარდა, ჯაკომო რასპადორის თამაშიც საეჭვოა, რადგან ისიც დაშავებულია. მატჩი ნეაპოლელებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან გუნდს ევროტურნირის საგზურის მოპოვების შანსი ჯერ კიდევ აქვს.