Loading data...
ხვიჩა კვარაცხელია: ემოციების აღწერა არ შემიძლია, ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2025/2026 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალთან“ (1:1, 4:3 პენალტებში) გამარჯვების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ზედიზედ მეორე ჩემპიონობით - ამაყობს.

„ემოციების აღწერა არ შემიძლია. ძალიან, ძალიან ამაყი ვარ რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. დიდი სამუშაო გავწიეთ, რთული სეზონი გვქონდა, მაგრამ ყველას ვაჩვენეთ, რომ ყველაფერი შეგვიძლია. ზედიზედ მეორე ჩემპიონობით - ვამაყობთ.

პენალტების სერიაში იღბალი საჭიროა, მაგრამ, ასევე, ამაზე უნდა იმუშაო და ჩვენ ეს ვქენით. მოგება დავიმსახურეთ, რადგან გოლის გასატანად ბევრი შანსი გვქონდა. ახლა ჩვენ უბრალოდ ძალიან ბედნიერები ვართ“, - განაცხადა კვარაცხელიამ.