Loading data...
ხვიჩა კვარაცხელია 23 წლის გახდა - როგორ მიულოცეს ქართველ ფეხბურთელს თანაგუნდელებმა?

საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია 23 წლის გახდა.

ქართველ ფეხბურთელს დაბადების დღე სოციალური ქსელის საშუალებით მიულოცეს თანაგუნდელებმა „ნაპოლიდან“ და ეროვნულ ნაკრებიდან, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ლევან კობიაშვილმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ და სხვებმა.

„კვარას“ საუკეთესო მომენტების ვიდეოკოლაჟი გაავრცელა ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა Instagram-გვერდმა.

View this post on Instagram

A post shared by ეროვნული ნაკრები (@nakrebi)

ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღის მისალოცი პოსტი გამოქვეყნდა „ნაპოლის“ ოფიციალურ „ინსტაგრამ“ გვერდზეც.

View this post on Instagram

A post shared by SSC Napoli (@officialsscnapoli)

ქართველი ფეხბურთელი თანაგუნდელების მილოცვებს ასევე იღებს საქართველოს ნაკრებსა და „ნაპოლში“. 

„დაბადების დღეს გილოცავ, მეგობარო“, - წერს ჯოვანი დი ლორენცო და ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

კვარაცხელიას დაბადების დღეს ასევე ულოცავს ახალი თანაგუნდელი სირილ ნგონჟე, რომელიც „ნაპოლის“ რიგებს წელს შეუერთდა. 

„კვარას“ დაბადების დღეს ასევე მიულოცა საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა.

მათ შორის, ვინც ხვიჩა კვარაცხელიას სოციალური ქსელის საშუალებით მიულოცა დაბადების დღე, ასევე იყო  საქართველოს ნაკრების წევრი ზურიკო დავითაშვილი. 

ხვიჩა კვარაცხელიას ეროვნულ ნაკრების შემადგენლობაში 28 თამაშში 15 გოლი აქვს გატანილი. ხოლო რაც შეეხება „ნაპოლს“, მან გასულ სეზონშში სერია A-ში 12 გოლითა და 10 ასისტით დაასრულა ასპარეზობა, ხოლო მიმდინარე სეზონზე მის ბალანსზე 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ფიქსირდება. ამასთან, ხვიჩა კვარაცხელიას 

2023 წლის 2 ივნისს ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე მოხვდა „ოქროს ბურთის“ ფინალში და საბოლოო სიაში მე-17 ადგილზე გავიდა.