Loading data...
ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის დაასახელეს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის მთავარ ინდივიდუალურ ჯილდოზე „ოქროს ბურთზე“ ოფიციალურად წარადგინეს.

კვარაცხელია 30 ნომინანტს შორის „ოქროს ბურთის“ ორგანიზატორმა, გამოცემა France Football-მა დაასახელა.

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ წევრი 2025 წლის იანვრიდანაა, ის ფრანგულ კლუბს „ნაპოლიდან“ შეუერთდა და მაისში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

24 წლის ქართველი ფეხბურთელი „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის კარიერაში მეორედ დასახელდა. 2023 წელს ის მე-17 ადგილზე გავიდა.