1763220222
სპორტი
ხმლით მოფარიკავე გიორგი ურუშაძე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში კადეტთა ციკლის ტურნირი მიმდინარეობს. ხმლით ფარიკაობაში ტურნირის გამარჯვებული ქართველი მოფარიკავე გიორგი ურუშაძე გახდა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ექვსიდან ექვსი მოგებული ბრძოლის შემდეგ ქართველმა სპორტსმენმა უპირატესობით T256 გამოტოვა და T128-ში შევიდა, სადაც ხუთი ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა და ნახევარფინალში მოხვდა.
ნახევარფინალურ ეტაპზე გიორგი ურუშაძემ თურქი მოწინააღმდეგე ანგარიშით 15:10, ხოლო ფინალურ ეტაპზე გერმანელი სპორტსმენი ანგარიშით 15:12 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები ბულგარეთში სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფება.