„ხელოვნების პიკში“ - LE FIGARO ხვიჩა კვარაცხელიაზე
ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Figaro „ნანტთან“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა, რომელმაც დუბლი შეასრულა და პსჟ-ს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა (3:0).
„კვარაცხელია თავისი ხელოვნების პიკში“, - ამის შესახებ Le Figaro წერს.
„ქართველი ფეხბურთელი უკვე რამდენიმე კვირაა ბრწყინვალე ფორმაშია. ოთხშაბათს საღამოს „ნანტის“ წინააღმდეგ მისი თამაში ამის კიდევ ერთი დასტურია.
ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც დუბლი შეასრულა, მათ შორის მეორე ტაიმში განსაცვიფრებელი გოლი გაიტანა, მთელი საათის განმავლობაში ყველგან იყო. ის ბურთს სამოცზე მეტჯერ შეეხო და თანაგუნდელების მხარდასაჭერად დაცვაშიც რამდენჯერმე დაბრუნდა.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბაიერნთან“ დაპირისპირებამდე ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩება და „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი თავის განზრახვებს ნათლად აცხადებს“, - წერს Le Figaro.