1784214552
სპორტი
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 4 - ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
უნგრეთის სარეიტინგო სერიების პირველ დღეს ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ოთხი - ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს - მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
ჩემპიონობა ვლადიმერ გამყრელიძემ (86 კგ) იზეიმა, ვიცე-ჩემპიონები რობერტ დინგაშვილი (56 კგ) და აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი კი თორნიკე სამხარაძემ (86 კგ) მოიპოვა.