Loading data...
ქართველმა სპორტსმენმა მხატვრულ ტანვარჯიშში ევროპის ჩემპიონატზე იუნიორებს შორის ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ქართველმა სპორტსმენმა მხატვრულ ტანვარჯიშში ევროპის ჩემპიონატზე იუნიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.

ისტორიული ოქროს მფლობელი ნიტა ჯამაგიძე გახდა გურზებით ვარჯიშში. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში 26,900 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

42-ე ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის ქალაქმა ვარნამ უმასპინძლა.