Loading data...
კახი კახიაშვილი ტალახაძეზე: კარგ ფორმაშია, მიზანია მესამე ოლიმპიური ოქრო

ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა კომენტარი გააკეთა გუნდის მზადებასთან დაკავშირებით. 

„ოლიმპიური თამაშები ყოველთვის გამორჩეულია. ეს არის დიდი დღესასწაული სპორტული საზოგადოებისთვის. მიხარია, რომ საქართველოს დელეგაციას გარკვეული შედეგები აქვს. სულ მალე ჩემი სახეობაც ჩაერთვება და მჯერა, რომ ლაშა ტალახაძის მიერ აჟღერებული ეროვნული ჰიმნით დაგვირგვინდება. კარგ ფორმაშია, მიზანია მესამე ოლიმპიური ოქრო.

კონკრეტული წონა არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია, გამარჯვება. ირაკლი ჩხეიძე მეოთხე-მესამე ადგილზე თუ გავა, ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევა იქნება, შოთიკო მიშველიძის შემთხვევაში კი, უბრალოდ მონაწილეობას დავჯერდებით“, - აღნიშნა კახიაშვილმა.