Loading data...
ჯუნტოლის აკრძალულ ოცნებას ერთი სახელი და გვარი აქვს - ხვიჩა კვარაცხელია - იტალიელი ჟურნალისტი

იტალიელმა ჟურნალისტმა ლუკა მომბლანომ, რომელიც „იუვენტუსის“ ირგვლივ მუშაობს, ერთ-ერთი პოდკასტის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ „იუვეს“ სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯუნტოლის ოცნება ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებაა.

თუმცა, ეს შეუძლებელია, რადგან „იუვეს“ ახლა არ აქვს საკმარისი ფინანსური ბერკეტები, რომ „ნაპოლის“ მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

„ჯუნტოლის აკრძალულ ოცნებას ერთი სახელი და გვარი აქვს - ხვიჩა კვარაცხელია. ეს თითქმის შეუძლებელი ოპერაციაა“, - აღნიშნა მომბლანომ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ კრისტიანო ჯუნტოლიმ გადაიბირა კვარაცხელია „ნაპოლიში“.