Loading data...
იუნიორთა საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელებმა წარმატებით იასპარეზეს

იუნიორთა საერთაშორისო ტურნირზე - J30 Telavi GTF CUP 2026 ქართველმა ჩოგბურთელებმა წარმატებით იასპარეზეს. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, იუნიორთა შორის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში თელავში J30 Telavi GTF CUP 2026 ჩატარდა.

ქართველი ჩოგბურთელი ანა ჩაჩხუნაშვილი ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში ტურნირის ჩემპიონი გახდა, ზუკა ყაჭეიშვილმაც წყვილთა თანრიგში მოიპოვა ჩემპიონის ტიტული, მარიამ მამულაშვილმა და ნინო თორიამ კი წყვილთა თანრიგში მეორე ადგილი დაიკავეს.

შეჯიბრება - J30 Telavi GTF CUP 2026 13 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.ჩოგბურთელ იუნიორთა საერთაშორისო ასპარეზობაში 17 ქვეყნის 96 სპორტსმენი მონაწილეობს.