Loading data...
ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია, მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით გვათქმევინებს - ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო! - კახა კალაძე

ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია, მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით გვათქმევინებს – ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო!, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა.

„დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია.

დღეს კიდევ ერთხელ ვთანხმდებით – როდესაც ვერთიანდებით საერთო მიზნით, საერთო მისწრაფებით, ბრძოლის ჟინით, წარმატების რწმენით, ვაღწევთ გამარჯვებას და ვაგრძელებთ განვითარებას.

ჩვენი ქვეყნის ისტორია სწორედ ამის დასტურია. ამ შემართებამ გააძლებინა ჩვენს პატარა ქვეყანას საუკუნეების მანძილზე და არა მხოლოდ გააძლებინა, შეაქმნევინა უნიკალური კულტურა, ისტორია და მისცა კიდევ უფრო დიდი მომავალი.

მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით აღგვავსებს და გვათქმევინებს – ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო! საქართველო, არ გაჩერდე“, - წერს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გერმანიის ქალაქ კიოლნში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.