Loading data...
„ის არ იყიდება!“ - ვალონ ბეჰრამი გიორგი ჩაკვეტაძეზე

„უოტფორდის“ სპორტული დირექტორის ასისტენტმა ვალონ ბეჰრამიმ BBC-თან ინტერვიუში გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.

ის გიორგის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შეეხო და კომენტარი ქართველის ტრავმაზეც გააკეთა.

„ჩვენი მიზანი ახლა ისაა, რომ ჩაკვეტაძე ჯანმრთელად დაბრუნდეს. ის გასულ კვირას საზღვარგარეთ სპეციალისტთან იმყოფებოდა და ახლა ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი ფორმაში დაბრუნდება და რაც შეიძლება მალე შეძლოს ჩვენთან თამაში.ის არ იყიდება, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც ფორმაში უნდა დაბრუნდეს და ეს ერთადერთია, რაზეც ახლა ვფიქრობთ“, - განუცხადა ბეჰრამიმ BBC Three Counties Radio-ს.

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ გიორგი ჩაკვეტაძის შეძენით ესპანური „ვალენსია“ ინტერესდება და „ღამურებს“ აღნიშნული ტრანსფერის დახურვა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში სურთ.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდში“ 2023 წლიდან თამაშობს და ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ქართველი ფეხბურთელი ამჟამად ტრავმირებულია და მოედანზე სავარაუდოდ ერთ თვეში უნდა დაბრუნდეს.