Loading data...
„იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი ვარ“ - დონარუმას განცხადება

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ განაცხადა, რომ უახლოეს ხანში დატოვებს პარიზულ გუნდს.

„სამწუხაროდ, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ მე არ შემიძლია ვიყო გუნდის ნაწილი და შევიტანო წვლილი მის წარმატებებში. იმედგაცრუებული და გაოგნებული ვარ. იმედია, მექნება შესაძლებლობა კიდევ ერთხელ შევხედო თვალებში გულშემატკივრებს „პარკ დე პრენსზე“ და გამოვეთხოვო მათ ისე, როგორც მიღებულია. თუ ეს არ მოხდება, მინდა იცოდეთ, რომ თქვენი მხარდაჭერა და სიყვარული ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მე ამას არასოდეს დავივიწყებ“, - წერს დონარუმა სოციალურ ქსელში.

View this post on Instagram

A post shared by GIANLUIGI DONNARUMMA (@donnarumma)