Loading data...
ილია თოფურია: ქვემსუბუქ წონაში ტიტულის შენარჩუნება ჩემი მხრიდან ეგოისტური საქციელი იქნებოდა, მსოფლიო ჩემპიონი ვარ და ამის დასამტკიცებლად ქამარი არ მჭირდება

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ ესპანურ მედიასთან ისაუბრა, თუ რატომ დათმო უბრძოლველად საკუთარი დივიზიონის ქამარი და მსუბუქ დივიზიონში გადავიდა.

„65 კგ-მდე წონის დაკლებას აღარ ვაპირებ. არ მსურს, დივიზიონის განვითარება შევაჩერო. იქ არიან ბიჭები, რომლებიც ყოველდღიურად შრომობენ, რომლებიც ჩემსავით თავიანთი ოცნებებისთვის იბრძვიან.

იმ წონაში ტიტულის შენარჩუნება ჩემი მხრიდან ეგოისტური საქციელი იქნებოდა. გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონი ვარ და ამის დასამტკიცებლად ქამარი არ მჭირდება“, – განაცხადა თოფურიამ.

ქამრისთვის, რომელიც ილია თოფურიამ ქვემსუბუქ დივიზიონში დათმო, აპრილში ერთმანეთს ალექსანდერ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპერსი შეხვდებიან. ჯერ უცნობია, ვისთან ჩაატარებს თოფურია თავის შეხვედრას მსუბუქ წონაში.