Loading data...
ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სულამანიძე ფინალში მატვეი კანიკოვსკისთან დამარცხდა.

ეს, ქართველი სპორტსმენისთვის ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე ვერცხლის მედალია. 

მიმდინარე ტურნირზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 6 მედალი (2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო) არის.