1722522587
სპორტი
ილია სულამანიძე პარიზის ოლიმპიადის ფინალშია
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირზე 100 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ილია სულამანიძემ მორიგი გამარჯვება იზეიმა და ფინალში გავიდა.
ქართველმა სპორტსმენმა შვეიცარიელი დანიელ აიხი იპონით დაამარცხა.
ცნობისთვის, ეს ილია სულამანიძისთვის სადებიუტო ოლიმპიადაა.