1722505774
სპორტი
ილია სულამანიძე ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირზე 100 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ილია სულამანიძემ თავისი პირველი მეტოქე, იტალიელი ჯენარო პირელი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება 2 წუთსა 8 წამში, იპონით მოიპოვა.
ცნობისთვის, ეს, ილია სულამანიძისთვის სადებიუტო ოლიმპიადაა.