1791558171
სპორტი
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
ილია სულამანიძე მსოფლიოს ჩემპიონია.
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 25 წლის ქართველმა ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა.
ილია კარიერაში პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
სულამანიძე ასევე არის ევროპის ჩემპიონი და პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი. მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მეორე მედალი მოიპოვა – 2021 წელს ის ბრინჯაოს პრიზიორი იყო.