Loading data...
ილია სულამანიძე: მინდა ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ

„მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ“, – აცხადებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში ილია სულამანიძე.

სულამანიძის თქმით, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა უმნიშვნელოვანესია, დარჩენილი კი ოლიმპიური ჩემპიონობაა.

„მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ. ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს, ოჯახს, დედას, მამას, ძმას, ყველა ნათესავს.

დიდი მადლობა ლაშა გუჯეჯიანს, რადგან ამ აღებული მოსავლის დიდი ნაწილი მისი დათესილია. დიდი მადლობა დავით ქევხიშვილს, რომელმაც უდიდესი შრომა გასწია. დიდი მადლობა ჩემს საყვარელ ლომერ ჟორჟოლიანს. ასევე, დიდი მადლობა ყველა მწვრთნელსა და ექიმს. შევეცდები, ოლიმპიადაზეც ოქროს მედალი მოვიპოვო.

ძალიან ემოციური იყო, როდესაც საქართველოს დროშას ვუყურებდი. ვცდილობდი, ბევრი ცრემლი არ გამომსვლოდა. გული ამიჩუყდა. ამ დროს ცრემლების შეკავება ძალიან რთულია. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა უმნიშვნელოვანესია. ოლიმპიური ოქრო მაქვს დარჩენილი და 2028 წელს მოვიპოვებ“, – ამბობს ილია სულამანიძე.