Loading data...
„იბერიამ“ „ლარნე“ 2:1 დაამარცხა - 22 წლის შემდეგ ქართული კლუბი ევროტურნირის ძირითად ეტაპზე ითამაშებს

თბილისის „იბერიამ“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენელი „ლარნი“ 2:1 დაამარცხა და  კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ამ გამარჯვებით ქართული კლუბი უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფში გავიდა და ამავდროულად, კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ქართულმა გუნდმა უეფას საკლუბო ტურნირის ძირითად ეტაპზე ბოლოს 2004 წელს ითამაშა. მაშინ თბილისის „დინამომ“ უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა.