1782068293
სპორტი
გვანცა ზადიშვილმა პარაფარიკაობაში მერსინის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
თურქეთის ქალაქ მერსინში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა პარამოფარიკავემ გვანცა ზადიშვილმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ზადიშვილი ფინალში მასპინძელი ქვეყნის პარაათლეტი შენაი გუნეი ანგარიშით 15:5 დაამარცხა.
რაპირით ასპარეზობაში კი გვანცამ მეორე ადგილი დაიკავა. იგი გადამწყვეტ შეხვედრაში ჩინელ ჟენგ ჰუისთან დამარცხდა და შეჯიბრებაზე თავის მეორე მედალს დაეუფლა.