Loading data...
გურამ თუშიშვილმა ნახევარფინალში რუსი ვალერი ენდოვიცკი იპონით დაამარცხა და ფინალში ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ნახევარფინალში რუსი ვალერი ენდოვიცკი იპონით დაამარცხა და ფინალში ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ილია სულამანიძე (100 კგ) მეოთხედფინალში დამარცხდა და რეპეშაჟში იჭიდავებს.

„თბილისი არენაზე“ წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი 16:00 საათიდან შემოგთავაზებთ.