14 მარტი 9:15
სპორტი
გურამ კაშიას არყოფნის გამო საქართველოს ნაკრებს ოთარ კიტეიშვილი უკაპიტნებს

სომხეთის წინააღმდეგ პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებს გურამ კაშიას არყოფნის გამო ოთარ კიტეიშვილი უკაპიტნებს.

ინფორმაცია ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

დისკვალიფიკაციის გამო სომხეთში გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებენ.