1734808465
სპორტი
„გულშემატკივრების რჩეულებში“ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
გრაცის შტურმის ქართველი კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საშემოდგომო ნაწილის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.
.28 წლის ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონატის რჩეულ 11 მოთამაშეს შორის ცნობილი ავსტრიული გამოცემა Laola1-ის მკითხველებმა დაასახელეს.
ავსტრიის ბუნდესლიგის საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ ნაკრების შედგენაში მონაწილეობა 3517 მომხმარებელმა მიიღო. სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი - 5 ფეხბურთელი, მოქმედი ჩემპიონისა და ცხრილის ამჟამინდელი ლიდერის გრაცის შტურმის შემადგენლობიდან მოხვდა. 3 მოთამაშეა რაპიდიდან, თითო კი - ავსტრიიდან, ჰარბერგიდან და ლინციდან.
ოთარ კიტეიშვილს გამოკითხვაში მხარი 1 539-მა გულშემატკივარმა დაუჭირა და ქართველი ნახევარმცველი ხმების საერთო რაოდენობით მე-7 ადგილზე გავიდა.