Loading data...
გოჩოლეიშვილი: ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და თუ ვიბრძოლებთ, აუცილებლად გამოგვივა ყველაფერი

ყველანაირად ვემზადებით ამ მატჩისთვის, ვცდილობთ ძალების აღდგენას. გვინდა ეს თამაში მოვიგოთ, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გოჩოლეიშვილმა განაცხადა.

ის აცხადებს, რომ წინ რთული მატჩი ელით. 

პორტუგალია ძლიერია, ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და თუ ვიბრძოლებთ, აუცილებლად გამოგვივა ყველაფერი. ჩვენი უპირატესობაა სისწრაფეები და კონტრშეტევაზე თამაში. ყველანაირად ვემზადებით ამ მატჩისთვის, ვცდილობთ ძალების აღდგენას. გვინდა ეს თამაში მოვიგოთ. რა თქმა უნდა, როგორც მე, ისე ყველა ფეხბურთელს სურს თამაში, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა და მწვრთნელის გადაწყვეტილებაა. ევროპის ჩემპიონატი ძალიან დიდი გამოცდილებაა ყველასთვის, მნიშვნელობა არ აქვს თამაშობ თუ არა“, - განაცხადა გიორგი გოჩოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი 26 ივნისს, 23:00 საათზე გელზენკირხენში გაიმართება.