Loading data...
გივი მაჭარაშვილი: მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი, რომ ჩემი ქვეყნის წინაშე გამოვსულიყავი თანამებრძოლებთან ერთად - ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა არენაზე დამეხმარება

მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი, რომ ჩემი ქვეყნის წინაშე გამოვსულიყავი თანამებრძოლებთან ერთად, - განაცხადა პრესკონფერენციაზე RAF Georgia-ს ტურნირის ქართველმა მონაწილემ გივი მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა მას არენაზე დაეხმარება.

„ჩემი ოცნება ხდება. ერთი დღე დარჩა, რომ ჩემი 100% ვაჩვენო ხალხს, ვასიამოვნო ჩემი ნიჭით და ჩემი სპორტული შესაძლებლობებით. ვფიქრობ, ჩემი ხალხის გულშემატკივრობა ყველაზე ძალიან მომეხმარება“, - აღნიშნა გივი მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, 11 ივლისს თბილისი თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს RAF Georgia-ს უმასპინძლებს, რომელიც სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.