Loading data...
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა - რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

ბრიტანულმა გამოცემა Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა, სადაც პირველი ადგილი საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ დაიკავა, მეორე ადგილზე რაიან შერკია, ხოლო მესამეზე ჯამალ მუსიალა გავიდა.

„ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ მხოლოდ ორი შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული და გულშემატკივარი უკვე ლეგენდარულ დიეგო მარადონას ადარებდა. მისი სახელი გაზეთების მთავარ გვერდებზე იყო გამოტანილი, გულშემატკივარმა მას „კვარადონაც“ შეარქვა. რა თქმა უნდა, ეს მეტ წილად მისი რთულად წარმოსათქმელი გვარის გამო იყო, მაგრამ შედარება მარადონასთან უსაფუძვლო ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ხვიჩას ისეთი ცრუმოძრაობები და დრიბლინგები ჰქონდა, რის გამოც მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორთან შედარებას ნამდვილად იმსახურებდა.

საჩემპიონო სეზონის შემდეგ, „ნაპოლის“ რეგრესი დაეწყო, თუმცა არა კვარაცხელია, რომელიც მეტოქე გუნდის მცველებისთვის კვლავ ამოუცნობი რჩებოდა. ქართველი ფეხბურთელი იანვარში პსჟ-ში გადავიდა და ახალი ცხოვრება ცეცხლოვნად დაიწყო. ქართველი ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია, რომ პარიზელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ“, - წერს ბრიტანული გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიაზე.

გამოცემის მიხედვით საუკეთესო დრიბლიორების TOP 10 ასე გამოიყურება:

1. ხვიჩა კვარაცხელია

2. რაიან შერკი

3. ჯამალ მუსიალა

4. ვინისიუს ჟუნიორი

5. უსმან დემბელე

6. ლიონელ მესი

7. ლამინ იამალი

8. დეზირე დუე

9. ნიკო უილიამსი

10. კილიან მბაპე