23 აპრილი 15:06
სპორტი
გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯუდოში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა ფინალში ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) სახელით მოასპარეზე აიუბ ბლიევი დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრზე პირველი მედალი მოუტანა.

ტურნირზე დღეს გამომსვლელი სამი ქართველი – ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე (ორივე – 66 კგ) და ჯულიეტა როდონაია (48 კგ) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და შეჯიბრებას უმედლოდ დაემშვიდობნენ.