Loading data...
გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ქართველი ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს.

სარდალაშვილმა მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში, აშიკ ანდრეიანი ლამაზი იპონით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გადავიდა, სადაც ქართველმა ესპანელი ფრანსისკო გარიგოსია შიდოებით დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება, რომლის ყურებაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში შეგეძლებათ.