Loading data...
გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგის“ ფეხბურთელია

ოფიციალურად გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგის“ ფეხბურთელია!

როგორც „ლევანტეს“ განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებს შორის ტრანსფერზე შეთანხმება შედგა. საუბარია დაახლოებით €7.5 მილიონიან გარიგებაზე.

ქართველმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მათივე ცნობით, ფეხბურთელი „ლევანტეში“ იჯარით მიმდინარე წლის 30 ივნისამდე რჩება. ახალი სეზონიდან კი პორტუგალიურ გრანდში გააგრძელებს ასპარეზობას.