Loading data...
გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი Transfermarkt-ზე გაიზარდა

გერმანულმა სატრანსფერო სააგენტო Transfermarkt.com-მა ლა ლიგის მოთამაშეების განახლებული სატრანსფერო ღირებულებები წარადგინა.

სიაში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვილიარეალის ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძეც, რომლის სატრანსფერო ფასი გაიზარდა.

25 წლის ფორვარდის სატრანსფერო ფასმა Transfermarkt-ზე 10 მილიონით მოიმატა და €40 მილიონი გახდა.

ბოლო განახლების შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე პაპე გეისთან ერთად ვილიარეალის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.