„გიორგი მიქაუტაძეზე გიჟდება“ - „რომას“ ამჟამინდელ სპორტულ დირექტორს სურდა მისი მილანში გადაყვანა, როდესაც სერია B-ში თამაშობდა

„რომას“ ამჟამინდელ სპორტულ დირექტორს ფრედერიკ მასარას საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის მილანში მიყვანა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როდესაც ის „მეცის“ მაისურით რანგით მეორე ფრანგულ ლიგაში გამოდიოდა.
„2023 წელს გიორგი მიქაუტაძე ჯერ კიდევ არ იყო ვარსკვლავი, მაგრამ უკვე ჰყავდა თაყვანისმცემელი - რიკი მასარა. რომას ამჟამინდელი სპორტული დირექტორი, რომელიც სატრანსფერო ბაზარზე, პაულო მალდინისთან ერთად მუშაობდა, მოხიბლული იყო ქართველით. ეს უკანასკნელი მაშინ საფრანგეთის მეორე დივიზიონში, „მეცის“ მაისურით გამოდიოდა. მასარას იმდენად მოსწონდა მიქაუტაძე, რომ დაარწმუნა როსონერი, ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გაემეტებინა, მაგრამ ეს თანხა არასკმარისი აღმოჩნდა „მეცის“ დასათანხმებლად.
მასარამაც და მალდინიმაც რამდენჯერმე ისაუბრეს 2 000 წელს დაბადებულ ბიჭთან, რომელიც რჩება დღეს უკვე რომას სპორტული დირექტორის თვალთახედვის არეში. დრო გავიდა, მიქაუტაძემ კი ამ 2 წელიწადში სახელი გაითქვა ლიგა 1-ში ჯერ „მეცის“, შემდეგ კი „ლიონის“ მაისურით. დიდი ფინანსური პრობლემებისა და ლიგა 2-ში დაქვეითების გამო, ლიონი იძულებულია მიქაუტაძე გაყიდოს.
დღეს ფეხბურთელის ფასი აღარ არის 10 მილიონი ევრო, მაგრამ არც 30 მილიონია. დაახლოებით მასარას გასპერინის განკარგულებაში ქართველის მიყვანა 20-22 მილიონად შეეძლება“, - წერს რომას გულშემატკივართა საიტი Forzaroma.