Loading data...
გიორგი მიქაუტაძემ „მალიორკასაც“ გაუტანა

„ლიონი“, სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, ავსტრიულ შეკრებაზე ლა ლიგის „მალიორკას“ შეხვდა და ქართველი ფორვარდის დახმარებით დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

საფრანგეთის ლიგა 1-ის განახლებამდე ორი კვირით ადრე პაულო ფონსეკას გუნდი და გიორგი მიქაუტაძე შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებენ, გასულ უქმეებზე „ჰამბურგთან“ დამაჯერებელი თამაშის (4:0) შემდეგ, „ლიონმა“ ზაფხულის მეოთხე წინასასეზონო მატჩიც მოიგო.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ლიონის“ ლიდერად ყალიბდება, ძირითად შემადგენლობაში იყო და 72 წუთი ითამაშა. გოლი კი მე-20 წუთზე გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა.

„ლიონმა“ კიდევ ერთი „მშრალი“ გამარჯვება (4:0) მოიპოვა. სეზონის განახლებამდე გუნდი ბოლო ამხანაგურ შეხვედრას შაბათს, 2 აგვისტოს „ალიანს არენაზე“ მიუნხენის „ბაიერნთან“ გამართავს.