Loading data...
გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ აპრილის საუკეთესო მოთამაშეა

გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ გულშემატკივრებმა აპრილში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ფანებისგან ყველაზე მეტი ხმა ქართველმა თავდამსხმელმა მიიღო.

მიქაუტაძე უკვე მესამედ გახდა „მეცში“ თვის MVP - აგვისტოში, თებერვალსა და აპრილში. გიორგიმ მეტიუ უდოლს, ალეკსანდერ უკიჯას და პაპა ამადუ დიალოს აჯობა.

„გიორგი მიქაუტაძე, რომელიც fcmetz.com-ის მომხმარებლებმა უკვე გამოარჩიეს აგვისტოსა და თებერვალში, სულ ახლახან მორიგი ჯილდო დაიმსახურა - ის აპრილში გუნდის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მიქაუტაძემ აჯობა მატიე უდოლს, პაპ დიალოსა და ალეკსანდრ უკიჯას. ქართველი ფეხბურთელი მთელი ამ ხნის განმავლობაში ბრწყინვალე ფორმაში იყო და ლიგა 1-ში 6 გატანილი გოლით გამოირჩა. ვულოცავთ ჟორჟს!“ - წერს კლუბის ოფიციალური საიტი.