Loading data...
გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის აპრილის საუკეთესო გოლის წოდებისთვის იბრძვის

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის აპრილის თვის საუკეთესო გოლის ავტორებს შორის დაასახელეს

საუბარია ლიგა 1-ის 29-ე ტურში, „ლანსის“ კარში გატანილ გოლზე. აღსანიშნავია, რომ ამავე შეხვედრაში, მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა.

23 წლის მიქაუტაძის კონკურენტები არიან პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი კილიან მბაპე, პშემისლავ ფრანკოვსკი „ლანსიდან“, „მარსელის“ ფორვარდი ფეხფარის მუმბანია და კრისტიან კასერესი „ტულუზადან“.