Loading data...
გიორგი მამარდაშვილის სუპერ მოგერიებები და ტოპ მატჩი - „ლივერპულმა“ „ტოტენჰემი“ დაამარცხა

ინგლისის ლიგის თასის მესამე რაუნდში „ლივერპულმა“ საკუთარ კედლებში „ტოტენჰემი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მასპინძლების კარს იცავდა გიორგი მამარდაშვილი, რომელიც მერსისაიდელთა შემადგენლობაში ოფიციალურ შეხვედრაში 15 მაისის შემდეგ პირველად გამოჩნდა. უნდა ითქვას, რომ ქართველი გოლკიპერი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

გამოსარჩევია „წითლების“ მეკარის წარმოუდგენელი სეივი, როდესაც მასპინძლებს გოლით ომარ მარმუში ემუქრებოდა. მატჩის დასრულების შემდეგ, 25 წლის გოლკიპერს შეფასების სახით დაუწერეს 7.5...უფრო მაღალი ქულა მიიღეს მხოლოდ გოლის ავტორებმა: ალექსის მაკ ალისტერმა და კოდი გაკპომ.