Loading data...
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ დაემშვიდობა - საქართველოს ნაკრების მეკარე „მესტალიიდან“ ოვაციებით გააცილეს

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიის“ ფორმით „მესტალიაზე“ ბოლო შეხვედრა ჩაატარა და მატჩის შემდეგ კლუბს და გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

„ასეთი მეკარე „ვალენსიის“ დამსახურებით გავხდი, ეს გუნდი ჩემთვის განსაკუთრებულია. ძალიან ემოციური და რთული საღამო მაქვს. თანაგუნდელებმა გამამხნევეს და ახალ კლუბში წარმატებები მისურვეს“, – განაცხადა მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა.

2021 წლის ზაფხულში გიორგი მამარდაშვილი ესპანურ კლუბში მეოთხე მეკარის სტატუსით მივიდა, მაგრამ პირველივე სეზონში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა და „ვალენსიის“ ფორმით ყველა ტურნირზე 132 თამაში (125 ლა ლიგაში, 6 ესპანეთის თასზე და 1 ესპანეთის სუპერთასზე) ჩაატარა, რომელთაგან 39-ში კარი მშრალად შეინახა.

2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში გამოსვლის შემდეგ, მამარდაშვილი „ლივერპულმა“ 35 მილიონ ევროდ შეიძინა.