Loading data...
გიორგი მამარდაშვილი UEFA2024-ის ყველაზე მაღალი შეფასების მქონე მოთამაშეების სამეულში მოხვდა

Sofascore-მა უეფას მიმდინარე ჩემპიონატის ყველაზე მაღალი შეფასების მქონე მოთამაშეების ათეული დაასახელა. ჩამონათვალში მესამე პოზიციას იკავებს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი. 

მას 10-იდან 8.15-იანი რეიტინგი აქვს მიღებული.

ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილს ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მოგერიება დაუგროვდა და მიმდინარე ტურნირზე, მისი შედეგი ჯერ არც ერთ მეკარეს არ გაუუმჯობესებია. მეტიც, მამარდაშვილმა საკუთარი ნაკრები 30-ჯერ გადაარჩინა, რაც ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში მეორე შედეგია.

Sofascore-ის მიერ დასახელებული ათეული ასეთია:

შეგახსენებთ, საქართველო ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალურ ეტაპზე, ესპანეთთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა. მანამდე, ქართველმა ფეხბურთელებმა პორტუგალიას 2:0 მოუგეს, ჩეხეთთან ფრე 1:1 ითამაშეს, ხოლო თურქეთთან დაძაბულ ბრძოლაში 1:3 დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ გიორგი მამარდაშვილმა ჩეხეთთან მატჩში 11 ბურთი მოიგერია და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.